
ავტოგრაფის ავტოტრანსპორტის დაზღვევა უზრუნველყოფს კომპანიის კუთვნილი ან მის სარგებლობაში არსებული ავტომობილების ფინანსურ დაცვას, რათა ნებისმიერი შემთხვევის დროს თქვენი საქმიანობა შეუფერხებლად გაგრძელდეს.
ავარია, ქურდობა, სტიქიური მოვლენა ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევა შესაძლოა გავლენას ახდენდეს როგორც კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, ისე ოპერაციულ უწყვეტობაზე.
ავტოგრაფის ავტოტრანსპორტის დაზღვევა გთავაზობთ მოქნილ სადაზღვევო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი ავტოპარკის სპეციფიკასა და ბიზნესის საჭიროებებს.
ავტომობილის დაზიანება
ფინანსური დაცვა ავტოსაგზაო შემთხვევის, სტიქიური მოვლენების, ხანძრის, ქურდობისა და პოლისით განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს.
მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა
თუ კომპანიის ავტომობილის გამოყენებისას მესამე პირის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას ზიანი მიადგება, დაზღვევა ფარავს შესაბამის პასუხისმგებლობას და ანაზღაურებს ზიანით გამოწვეულ ხარჯებს პოლისით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.
მძღოლისა და მგზავრების დაცვა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლისა და ავტომობილში მყოფი მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია ზიანით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება.
როგორ განისაზღვრება სადაზღვევო პრემია?
რა რისკებისგან იცავს ჩემი კომპანიის ავტოტრანსპორტს დაზღვევა?
რას ფარავს ავტოტრანსპორტის დაზღვევა?
რა უნდა გავაკეთო სადაზღვევო შემთხვევის დროს?
დაიცავით თქვენი ბიზნესის ავტოპარკი