ჩვენს შესახებ

ნდობა, რომელიც გამოცდილებაზე დგას

16-წლიანი გამოცდილება, პროფესიონალური გუნდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - ავტოგრაფი ქმნის სადაზღვევო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებსა და ბიზნესებს მნიშვნელოვანი რისკების მართვაში ეხმარება.

A smiling man in a suit and glasses shakes hands with another person across a table in a sunlit office, conveying a sense of collaboration and agreement.

ჩვენი ისტორია

A smiling man in a suit and glasses shakes hands with another person across a table in a sunlit office, conveying a sense of collaboration and agreement.

ჩვენ შესახებ

ჩვენი ისტორია 2010 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, პროფესიონალურმა გუნდმა და მომხმარებლებთან ჩამოყალიბებულმა ურთიერთობამ შექმნა საფუძველი, რომელზეც დღეს ავტოგრაფი დაზღვევა დგას.

დღეს კომპანია საქმიანობას ავტოგრაფი დაზღვევის სახელით აგრძელებს. შეიცვალა ბრენდი, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი ღირებულებები - პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და მომხმარებელზე ზრუნვა.

ჩვენ გვჯერა, რომ დაზღვევა მხოლოდ ფინანსური პროდუქტი არ არის. ეს არის ნდობა, პარტნიორობა და მზადყოფნა, საჭირო დროს ვიყოთ თქვენს გვერდით.

ყოველი გადაწყვეტილება იწყება თქვენი საჭიროებების გააზრებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევთავაზოთ თითოეულ მომხმარებელს მისი ცხოვრების, საქმიანობისა და რისკების შესაბამისი სადაზღვევო გადაწყვეტა.

ჩვენი გზა

2010

დაიწყო ჩვენი ისტორია სადაზღვევო სფეროში.

16+ წელი

გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ათასობით მომხმარებელთან თანამშრომლობის პროცესში.

დღეს

ავტოგრაფი აგრძელებს განვითარებას ახალი სახელით, იმავე გამოცდილებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

A smiling man in a suit and glasses shakes hands with another person across a table in a sunlit office, conveying a sense of collaboration and agreement.

მისია & ხედვა

ვუზრუნველყოთ ადამიანებისა და ბიზნესების სიმშვიდე მათ საჭიროებებზე მორგებული, გამჭვირვალე და სანდო სადაზღვევო გადაწყვეტილებებით, რომლებიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე.

ვიყოთ კომპანია, რომელსაც ადამიანები და ბიზნესები ირჩევენ არა მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტების, არამედ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური მხარდაჭერის გამო.

ჩვენი ღირებულებები

ღირებულებები

ჩვენი დაპირება

ჩვენი მიზანია, დაზღვევა იყოს მარტივი, გასაგები და თქვენზე მორგებული.

ვზრუნავთ, რომ თითოეული მომხმარებელი იღებდეს არა მხოლოდ სადაზღვევო პოლისს, არამედ პროფესიონალურ პარტნიორს, რომელიც მზად არის დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებიდან სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირებამდე.

01

ინდივიდუალური მიდგომა

გვჯერა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იწყება მოსმენით. თითოეულ მომხმარებელს განსხვავებული საჭიროებები აქვს და სწორედ ამის შესაბამისად ვთავაზობთ სადაზღვევო გადაწყვეტებს.

02

პროფესიონალიზმი

მრავალწლიანი გამოცდილება, პასუხისმგებლიანი მიდგომა და უწყვეტი განვითარება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია.

03

სანდოობა

ვქმნით ურთიერთობებს, რომლებიც ეფუძნება გამჭვირვალობას, პატივისცემასა და პასუხისმგებლობას.

04

ოპერატიულობა

ვაფასებთ მომხმარებლის დროს და ვცდილობთ ყველა პროცესი იყოს მარტივი, ეფექტური და დროული.

05

პარტნიორობა

ჩვენი ურთიერთობა არ სრულდება პოლისის გაფორმებით. მხარდაჭერა გრძელდება მთელი თანამშრომლობის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთი.